Accessibility links

27 თებერვალს აშშ-ის ადმინისტრაცია დააგზავნის საბიუჯეტო წინადადებებს


27 თებერვალს აშშ-ის ადმინისტრაცია დააგზავნის საბიუჯეტო წინადადებებს, რომლებიც ითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაპირებულ თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი და ასოშიეიტედ პრესი ავრცელებენ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. წინადადებებში აღნიშნულია რამდენიმე უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირების თაობაზეც, მათ შორისაა სახელმწიფო დეპარტამენტი და გარემოს დაცვის სააგენტო. ამ დროისათვის თეთრი სახლი 2018 წლის ბიუჯეტს უგზავნის ფედერალურ სამინისტროებსა და უწყებებს, რაც ბიუჯეტის დამტკიცების პირველი ეტაპია. საბოლოო ბიუჯეტი კი კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG