Accessibility links

ერაყის ჯარებმა დაიპყრეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ქალაქ მოსულში


ერაყის ჯარებმა, რომლებიც აშშ-ის სამხედრო დახმარებით იბრძვიან ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის გასათავისუფლებლად, დაიპყრეს ერთი რაიონი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი. ერაყის ჯარებმა 27 თებერვალს გაავრცელეს განცხადება, რომ მთავრობის ჯარებმა კონტროლი დაამყარეს მოსულის ყველაზე სამხრეთ ხიდზე - ერთ-ერთზე სულ ხუთი დაზიანებული ხიდიდან, რომელიც მოსულში მდინარე ტიგროსის ორ ნაპირს აკავშირებს. ამავე ხიდის მახლობლად მდებარეობს ტაიარანის რაიონი, რომელიც დღეს უფრო ადრე დაიპყრეს ერაყის მთავრობის ჯარებმა. ერაყის ჯარებმა ჯერ კიდევ ოქტომბერში წამოიწყეს სამხედრო ოპერაცია მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. აღმოსავლეთი მოსული მათ იანვარში დაიპყრეს. ოპერაციაში, რომელიც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მხარდაჭერით ტარდება, ერაყის ჯარებთან ერთად მონაწილეობენ შიიტებისა და ქურთების შეიარაღებული ჯგუფები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG