Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტი შუა აზიის ქვეყნებში მოგზაურობს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყაზახეთში ვიზიტით დაიწყო ორდღიანი ტურნე შუა აზიის ქვეყნებში. ყაზახეთის გარდა ის ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს ეწვევა. პუტინი უკვე შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს და შეაქო ასტანა სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკების მასპინძლობისათვის. ხოლო ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთი არის ყაზახეთის „ნომერი პირველი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი“. ნაზარბაევი ყაზახეთში ხელისუფლების სათავეში დგას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთი შუა აზიაში გავლენისათვის კონკურენციას უწევს ჩინეთს, რომელიც ასევე ესაზღვრება ყაზახეთს და ბოლო წლებში მზარდ ინტერეს იჩენს რეგიონის მიმართ.

XS
SM
MD
LG