Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და სომხეთი დადებენ ახალ შეთანხმებას პოლიტიკური ურთიერთობის გასააქტიურებლად


ევროკავშირმა და სომხეთმა მოილაპარაკეს ახალ შეთანხმებაზე პოლიტიკური ურთიერთობის გასააქტიურებლად მას შემდეგ, რაც ერევანმა ამ, დაახლოებით, სამნახევარი წლის წინ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და ამის ნაცვლად გაწევრიანდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება დასრულდა 27 თებერვალს, ბრიუსელში სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანის ვიზიტის დროს. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტს მაისში მოაწერენ ხელს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მუშაობის მიუხედავად, სომხეთმა მასზე უარი თქვა 2013 წელს, მოსკოვიდან ზეწოლის გამო. 2015 წლის დეკემბერში კი ერევანმა დაიწყო ევროკავშირთან მოლაპარაკება ახალ შეთანხმებაზე, რომელიც ნაკლებად ამბიციურია, ვიდრე 2013 წელს მიტოვებული და არ შეიცავს თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს - განსხვავებით საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისაგან, რომლებსაც ევროკავშირთან დადებული აქვთ შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობაზეც. აზერბაიჯანმა ასევე მიმდინარე თვეში დაიწყო მოლაპარაკება ევროკავშირთან ახალი შეთანხმების თაობაზე. ამჟამად ძალაშია 1999 წელს ხელმოწერილი შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG