Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს უდიდესი მეჩეთის იმამს ტერორიზმისკენ წაქეზებაში დასდეს ბრალი


კოსოვოს საგანგებო პროკურორმა პრიშტინის უდიდესი მეჩეთის იმამს ბრალად დასდო ტერორიზმისკენ წაქეზება. სერბიის ყოფილი ოლქის დედაქალაქის იმამი მლოცველებს ამხნევებდა, სირიაში და ერაყში წასულიყვნენ და „ჯიჰადისთვის ემსახურათ“. 27 თებერვლის განცხადებაში პროკურორი წერს, რომ იმამი შეფეთ კრასნიკი თავის ქადაგებაში და სოციალური ქსელის გზით უბიძგებდა სხვებს, წასულიყვნენ სირიაში და ერაყში ტერორისტული ქმედება ჩაედინათ. პრიშტინის პროკურატურის თანახმად, 51 წლის იმამი ამას აკეთებდა შეგნებულად და განზრახ. იმამი კრასნიკი პრიშტინის უდიდესი და უძველესი მეჩეთის წინამძღვარია. პროკურატურის თანახმად, იმამს ბრალად ედება ასევე „სიძულვილისკენ წაქეზება“ და „ეროვნული, რასობრივი და რელიგიური შეუწყნარებლობა“, ასევე გადასახადისთვის თავის არიდება.

XS
SM
MD
LG