Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა ოფიცერმა 11 თანამებრძოლი მოკლა


ავღანეთის პოლიციის ოფიცერმა თავისი 11 კოლეგა მოკლა საგუშაგოზე, ჰელმანდის პროვინციაში. 28 თებერვლის ინციდენტი მოხდა ლაშქარ გაჰში. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის, ომერ ზუაკის თქმით, თავდამსხმელმა იარაღი მიმართა მძინარე თანამებრძოლებზე, შემდეგ მათი აღჭურვილობა და ამუნიცია გაიტაცა არმიის ავტომანქანით და სავარაუდოდ, შეუერთდა თალიბანს, რომელმაც პასუხიმგებლობა იკისრა მომხდარისთვის. ავღანეთის 15 წლიანი ომის განმავლობაში თანამებრძოლების წინააღმდეგ იარაღის მიმართვა ერთ-ერთ უდიდესი პრობლემა იყო ავღანეთის არმის და საერთაშორისო კოალიციის ჯარისთვის. ავღანეთის არმიას უწევს ამგვარ ინციდენტებთან გამკლავება და ამასთან, დიდ დანაკარგს განიცდის. ამას დაერთვის არმიის მასობრივად მიტოვება. ლაშქარ გაჰი ჰელმანდის ერთ-ერთი იშვიათ რაიონთაგანია, რომელიც მთავრობის ხელშია.

XS
SM
MD
LG