Accessibility links

მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე ქუჩას ბორის ნემცოვის სახელი უნდა დაერქვას


ამერიკელი სენატორის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონში, რუსეთის საელჩოს მოპირდაპირე ქუჩას მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელი უნდა დაერქვას. მის მიერ მომზადებული პროექტი სენატორის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული. რუბიო აღნიშნავს, რომ ბორის ნემცოვის ქუჩა მუდმივად უნდა ახსენებდეს „პუტინის რეჟიმსა და რუს ხალხს“ იმას, რომ „თავისუფლების დამცველთა ხმის ჩახშობა შეუძლებელია“. ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა რუსეთს აღადგინოს სამართალი ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე. რუსეთში ამერიკის ელჩმა ჯონ ტეფტმა გუშინ ოპოზიციონერის მკვლელობის ადგილი მოინახულა და მისი მემორიალი ყვავილებით შეამკო. ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს კრემლთან ახლოს. კვირასა და ორშაბათს რუსეთის რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნის პატივსაცემად. ნემცოვის მკვლელობის საქმეზე კვლავაც გრძელდება სასამართლო პროცესი.

XS
SM
MD
LG