Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი აბესაძე: „იგეგმება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა“


„იგეგმება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა“, - ამის შესახებ მოძრაობა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ უთხრა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე. მისი თქმით, წარმოდგენილია ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის უფლებების შეკვეთასთან ერთად ხელისუფლებას დაეხმარება მეტი გავლენა მოიპოვოს სასამართლოზე. პარლამენტში მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი გარდამავალი დებულებების საკითხზე სამუშაო ჯგუფის სხდომა.

XS
SM
MD
LG