Accessibility links

ტრამპი თვლის, რომ ობამა დგას რესპუბლიკურ პარტიის მოწინააღმდეგეთა გამოსვლებს უკან


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა დგას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლების უკან. სატელევიზიო ინტერვიუში, რომელიც 28 თებერვალს გადაიცა, კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპმა საპროტესტო გამოსვლების შესახებ შეკითხვას უპასუხა, -პრეზიდენტი ობამა დგას ამ გამოსვლების უკან, რადგან ეს ხალხი, ცხადია, მის უკან დგასო. ტრამპმა ამ საუბარში „ფოქს ნიუზ ჩენელთან“ უარყო, რომ ხდება თეთრ სახლიდან ინფორმაციის გაჟონვა, რაც უკავშირდებოდა პრესმდივნის, შონ სპაისერის ნათქვამს, რომ მისი თანამშრომლების მიერ მოხდა გაჟონვა. ტრამპმა განაცხადა, რომ გაჟონვის უკან ობამას ერთგული ადამიანები დგანან, თუმცა იქვე აღიარა, რომ ეს პოლიტიკის თავისებურებაა და ალბათ, ასევე გაგრძელდება. მან გამოხატა რწმენა, რომ დამატებითი 54 მილიარდი დოლარის კომპენსირება, რამდენადაც მას სურს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდა, მოხერხდება ეკონომიკის ზრდით და სხვა სფეროებში თანხების დაზოგვით.

XS
SM
MD
LG