Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 28 მარტიდან შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას


ინფორმაციით, რომელსაც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი გვაწვდის, საქართველოს მოქალაქეები, სავარაუდოდ, 28 მარტიდან შეძლებენ ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობას. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ცნობა, რომ ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში 8 მარტს გამოქვეყნდება განახლებული რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. როგორც აქამდეც იყო ცნობილი, გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მოკლევადიანი ვიზით მოგზაურობას ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში. ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რაც იყო ბოლო ნაბიჯი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალაში შევა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმიც.

XS
SM
MD
LG