Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთში ვიზიტით დაასრულა შუა აზიის ტურნე


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტით დაასრულა შუა აზიის სამ ქვეყანაში - ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში - მოგზაურობა. 28 თებერვალს მან მოინახულა ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზა, რომელსაც უწოდა რეგიონში სტაბილურობისათვის საკვანძო მნიშვნელობის ობიექტი. პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან, ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის შემდეგ უთხრა ჟურნალისტებს, რომ რუსეთი მზად არის, ნებისმიერ დროს დახუროს კანტის საჰაერო ბაზა, თუ ამას მასპინძელი ქვეყანა მოისურვებს. მაგრამ, მისივე თქმით, მოსკოვი ფიქრობს, რომ საამისო დრო ჯერ არ მოსულა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა „მნიშვნელოვანი ფაქტორია შუა აზიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის“. ყირგიზეთი და რუსეთი 2012 წელს შეთანხმდნენ რუსეთის მიერ ბიშკეკთან მდებარე ბაზით სარგებლობის კიდევ 15 წლით გახანგრძლივებაზე. ყირგიზეთში პუტინის ვიზიტის ფონია დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა 26 თებერვალს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ომურბეკ ტეკებაევის დაპატიმრებას. ტეკებაევის მომხრეები საპროტესტო აქციებზე მოითხოვენ მის გათავისუფლებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG