Accessibility links

ყირიმის სასამართლო 20 მარტს განიხილავს რადიო თავისუფლების კორესპონდენტის საქმეს


რუსეთთან უკანონოდ მიერთებული ყირიმის სასამართლომ 20 მარტისთვის დანიშნა ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, ნიკოლაი სემენას საქმის განხილვა. სემენას სეპერატიზმის ბრალდება აქვს წაყენებული თავისი ერთ-ერთი სტატიის გამო. სასამართლოს სხდომის თარიღი გამოცხადდა 28 თებერვალს, საქმის წინასწარი განხილვის დროს. 66 წლის სემენას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ჩვენი რადიოს ერთ-ერთი ვებსაიტისთვის (კრიმ.რეალიი) მომზადებულ სტატიაში ის გამოვიდა „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის“ მოწოდებით. სემენა 1980-ანი წლებიდან მუშაობდა ყირიმში და მიეკუთვნება მცირერიცხოვან ჟურნალისტებს, რომლებიც კრემლის პოზიციას არ გამოხატავდა თავის მასალებში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა. სემენა 2016 წლის 19 აპრილს დააკავეს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG