Accessibility links

ბრიუსელში გაიმართება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებული ცერემონია


დღეს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია. ევროპარლამენტში დაგეგმილ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ბრიუსელშია მინისტრთა კაბინეტის არაერთი სხვა წევრიც. „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური გზავნილია ჩვენი თანამოქალაქეებისადმი“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, ეს კარგი საფუძველია იმისა, რომ მომავალში საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG