Accessibility links

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს


საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ცნობით, „ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს. თევდორაშვილმა დაკავებული დღეს დილით მოინახულა. მისი თქმით, მამალაძისთვის მნიშვნელოვანია მისი ოჯახის უსაფრთხოება და ვიდრე ის უზრუნველყოფილი არ იქნება, დეკანოზი უარს ამბობს დამატებითი ჩვენების მიცემაზე. როგორც თევდორაშვილმა განმარტა, დაკავებული დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასულიერო პირებს თანადგომასა და ლოცვებში მოხსენიებას სთხოვს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG