Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის მაღალჩინოსანი: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაო არ მიმდინარეობს


ვაშინგტონი და მოსკოვი არ აწარმოებენ პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებს. ამის შესახებ, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება „უოლ სტრიტ ჯორნალი“. ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ დაწყებულია მზადება ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მოსაწყობად, თუმცა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული შეხვედრის დრო და ადგილი. მანამდე ტელეკომპანია ენ-ბი-სი-მაც მოამზადა რეპორტაჟი ორი პრეზიდენტის შეხვედრისთვის მზადების თაობაზე. მასში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამჟამინდელი მრჩევლები და „დიპლომატიური სამსახურის ვეტერანები“ ამზადებენ რეკომენდაციებს პუტინისთვის და ადგენენ აშშ-ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიურ პორტრეტს“. ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი შედგა 28 იანვარს. თეთრ სახლში ამ საუბარს უწოდეს „მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესების გზაზე“.

XS
SM
MD
LG