Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება უსაფრთხოების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის


ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დღეს ქაბულში მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყნის უსაფრთხოების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის. თავდამსხმელების რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია. მანამდე ავღანეთის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაპირისპირება მოხდა პოლიციის მთავარი განყოფილებასთან, რომელიც სამხედრო საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. მომხდარი თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა „თალიბანის“ ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ. არ არსებობს ოფიციალური მონაცემები მსხვერპლის შესახებ, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისმა ხმა შორს გაისმა. გასულ თვეში, სულ მცირე, 20 ადამინი დაიღუპა ქაბულის უზენაეს სასამართლოსთან თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. მომხდარისითვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG