Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მოითხოვენ, ბოლო მოეღოს დონბასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტების ბლოკადას


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მან მოითხოვა ნებართვა პოლიციის ძალებისათვის, ბოლო მოუღონ ბლოკადას, რომელსაც აქტივისტები აწყობენ სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელ მარშრუტებზე. აქტივისტებს შორის არიან უკრაინის პარლამენტის რამდენიმე წევრი და ომის ვეტერანები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში ებრძოდნენ რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. აღმოსავლეთისკენ მიმავალი სარკინიგზო მარშრუტები იანვრის ბოლოდან ჩაიკეტა. ბლოკადის შედეგად შეწყდა აღმოსავლეთ უკრაინიდან ქვანახშირის იმპორტი, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ქვეყნის ეკონომიკა. შექმნილი პრობლემების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG