Accessibility links

მაკედონიაში გრძელდება გამოსვლები ეთნიკური ალბანელების მოთხოვნის გასაპროტესტებლად


მაკედონიაში გუშინაც გაგრძელდა მრავალათასიანი აქციები, რომლებითაც გააპროტესტეს ეთნიკური ალბანელების მოთხოვნა მაკედონიის მეორე ოფიციალურ ენად ალბანურის გამოცხადების შესახებ. აქციები რამდენიმე ქალაქებში გაიმართა. საპროტესტო ტალღას სათავეში უდგას ყოფილი მმართველი ძალა - კონსერვატიული პარტია, რომელიც ქვეყნის გახლეჩის საფრთხეს ხედავს ორი ოფიციალური ენის დაშვებაში. დედაქალაქ სკოპიეში საპროტესტო აქციას ძალადობა ახლდა: ცნობების თანახმად, თავს დაესხნენ ადგილობრივი ტელევიზიის, A1-ის ოპერატორ ვლდიმირ ჟელჩესკის და ჟურნალისტ ალექსანდრ ტოდევსკის, როცა ისინი საპროტესტო აქციის შესახებ რეპორტაჟზე მუშაობდნენ. A1-ის მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის თანამშრომლებს წაართვეს და დაუმსხვრიეს კამერა. მისივე ცნობით, ჟურნალისტი და ოპერატორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეთნიკური ალბანელები შეადგენენ მაკედონიის 2,1-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს. ამ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ალბანურს უკვე მინიჭებული აქვს ოფიციალური ენის სტატუსი, მაგრამ ეთნიკურ ალბანელთა პარტიები მოითხოვენ ალბანურისათვის ოფიციალური ენის სტატუსს მთელი მაკედონიის მასშტაბით.

XS
SM
MD
LG