Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მწვავდება დაძაბულობა რკინიგზის ბლოკადის გარშემო


უკრაინაში მწვავდება დაძაბულობა დონბასის რეგიონთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მარშრუტების ბლოკადის გარშემო. ბლოკადა, რომელსაც იანვრის ბოლოდან აწყობენ უკრაინელი აქტივისტები, ხელს უშლის კიევის სავაჭრო კავშირს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ რეგიონებთან. სეპარატისტებმა გამოაცხადეს, რომ 1 მარტიდან თავიანთ კონტროლს უქვემდებარებენ საწარმოებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა გამოაცხადა, რომ კიევმა ბოლო უნდა მოუღოს ბლოკადას, თუნდაც საამისოდ ძალის გამოყენება დასჭირდეს. უკრაინელი აქტივისტები, მათ შორის ნაციონალისტი პარლამენტარები და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ვეტერანები, მათივე განმარტებით, ბლოკადის მეშვეობით ხელს უშლიან „სისხლიან ვაჭრობას“ სეპარატისტებთან. ამასთან, ბლოკადა იწვევს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან სარკინიგზო მიმოსვლის თითქმის მთლიან პარალიზებას და უკრაინის მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე ქვანახშირის ჩატანას, რაც მძიმე ზარალს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას. შექმნილი პრობლემების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG