Accessibility links

ამერიკელი დემოკრატები გენერალური პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ რუსეთის ელჩთან სავარაუდო კონტაქტების გამო


ოპონენტების თქმით, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა დამალა გასულ წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ორჯერ გამართული სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩთან სერგეი კისლიაკთან. ამ გასაიდუმლოებული სატელეფონო საუბრების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, კონგრესის წევრმა დემოკრატებმა აშშ-ის გენერალურ პროკურორს მოუწოდეს ან გადადგეს ან აცილება მისცეს საკუთარ თავს იუსტიციის სამინისტროში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმის გამოძიების გამო. „რადგან მან იცრუა კონგრესის წინაშე ფიცის დადების დროს რუსეთთან მისი ურთიერთობის თაობაზე, გენერალური პროკურორი უნდა გადადგეს“, - განაცხადა ნენსი პელოსმა, კონგრესში დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა ჯეფ სეშენსმა იანვარში, გენერალურ პროკურორად მისი კანდიდატურის განხილვის დროს დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ტრამპის საარჩევნო შტაბის რომელიმე წევრს რუსეთთან კონტაქტი, განაცხადა, რომ ასეთი პირის არსებობა მისთვის უცნობია. დემოკრატების მოთხოვნის პასუხად, იუსტიციის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სარა ისგურ ფლორესმა 1 მარტს განაცხადა, ჯეფ სეშენსის პასუხი არავითარ სიყალბეს არ შეიცავს. „გასულ წელს სეშენს, როგორც სენატის სამხედრო ძალების კომიტეტის წევრს, საზღვარგარეთის 25 ქვეყნების ელჩთან ჰქონდა შეხვედრა და ამ შეხვედრებს, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან არავითარ კავშირი არ აქვს“, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG