Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს წინ მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია


ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ორგანიზებით, უზენაესი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციები დაიწყო. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე უზენაესი სასამართლო „რუსთავი 2“- ის საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. საპროტესტო აქციის მსვლელობას ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემს.უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია.

XS
SM
MD
LG