Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს უწოდა „ყველა დროის იუდა“ და „ივანიშვილის მონა“


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საქართველოში ჩამოიყვანა ქიბარ ხალვაში, რომელიც სასამართლოზე თავის სასარგებლო გადაწყვეტილებას ელოდება. „მე მას უნდა ვუთხრა, ყველა დროის იუდას. არც ერთ შემთხვევაში, ქიბარ ხალვაშო, შენ, საქართველოს თავისუფალ სიტყვას, მის ევროინტეგრაციულ გზას, ივანიშვილის მონავ, არავინ გაგაჩერებინებს! არც ერთ შემთხვევაში!“, - განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. სასამართლო კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია.

XS
SM
MD
LG