Accessibility links

საქართველოში დაიწყო ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი


საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თამვჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ხელმძღვანელობს. „საქართველო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხში იქნება არა მხოლოდ მონაწილე, არამედ უსაფრთხოების უზრუნველმყოფი, ის თავის წვლილს შეიტანს მთელი რეგიონის უსაფრთხოების შენებაში, ამიტომ საქართველო ნამდვილად არის მოთამაშე“, - განაცხადა პეტრ პაველმა თბილისში ჩამოსვლის დროს. თბილისში მიიჩნევენ, რომ სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ალიანსის სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG