Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის მთავრობამ რუსეთიდან თავისი ელჩი გამოიწვია


მოლდავეთის მთავრობამ, მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოსკოვიდან გამოიწვია რუსეთში თავისი ელჩი. პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის მთავრობის 1 მარტის გადაწყვეტილებით გაოცებული დარჩა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც კიშინიოვისაგან ოფიციალურ განმარტებას ითხოვს. კვირის დასაწყისში, პრომოსკოვურად განწყობილი მოლდავეთის მემარცხენე პრეზიდენტმა იგორ დოდონმა დაიწუნა მთავრობის მიერ ბრიტანეთში, ავსტრიასა და ბელორუსიაში მოლდავეთის წარმომადგენლებად შერჩეული სამი კანდიდატურა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა გააბრაზა მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რუსეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

XS
SM
MD
LG