Accessibility links

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება "რუსთავი-2"-ის საქმეზე


3 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2–ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარმომადგენლობა "ყურადღებით შეისწავლის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის შედეგებს". ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ დაიცავს "დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას" და სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ გააკეთებს. განცხადებაში აგრეთვე წაიკითხავთ: "კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას. დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრესი ვალდებულებებს".

XS
SM
MD
LG