Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა თვითაცილება გამოაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლის გამოძიებასთან დაკავშირებით


აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა, რომელიც ამავე დროს გენერალური პროკურორია, ჯეფ სეშნსმა თვითაცილება გამოაცხადა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებით. ამ განცხადების ფონს ქმნის კონგრესმენების ნაწილის კრიტიკული განცხადებები აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან სეშნსის კონტაქტის გამო და აშშ-ში მიმდინარე გამოძიება საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის დასადგენად. სეშნსმა ვაშინგტონში 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში, აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევის დასადგენად. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა კონგრესმენების მოთხოვნას სეშნსის გადადგომის შესახებ. ტრამპის თქმით, სეშნსს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, როცა არ ახსენა შეხვედრები რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან, კონგრესში გამართულ მოსმენაზე გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის მისი კანდიდატურის განხილვისას.

XS
SM
MD
LG