ექსტრემისტების გაერთიანება "ალ-ყაიდა" ადასტურებს, რომ სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმისას მოკლეს ექსტრემისტების რანგით მეორე ლიდერი, აბუ ალ-ხაირ ალ-მასრი. 59 წლის მასრი ეგვიპტელი იყო, ალ-ყაიდის დამაარსებლის, ოსამა ბინ-ლადენის სიძე და ჯიჰადისტების „ელიტის“ წევრად ითვლებოდა. ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, მასრი მოკლეს უპილოლტო საფრენი აპარატით გასროლილი რაკეტით 26 თებერვალს, როცა ის ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე იდლიბთან ავტომანქანით მგზავრობდა. იდლიბი ითვლება ალ-ყაიდის სირიული განშტოების, ნუსრის ფრონტის მთავარ დასაყრდენად. მასრიმ ირანს შეაფარა თავი შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ. მას თითქმის 19 წელი ეძებდნენ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები.