Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს "რუსთავი 2"-ის გამო


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გამოთქვამს შეშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "რუსთავი 2" ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს, ქარტიის შეფასებით, საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში. "მედიაპლურალიზმის" ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია" - აღნიშნულია ქარტიის საბჭოს განცხადებაში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არის ჟურნალისტების გაერთიანება, რომელიც 2009 წელს შეიქმნა „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის“ ასამაღლებლად.

XS
SM
MD
LG