Accessibility links

აშშ შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო


ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტობრივად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში. განცხადება გამოქვეყნდა საელჩოს „ფეისბუკის“ გვერდზე. საელჩოს განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედიაგარემო. „პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG