Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს


„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე. ”რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რადგან „ტვ პირველის“ ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, გთავაზობთ, გადაეცით „რუსთავი 2“ მის კოლექტივს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ქიბარ ხალვაშის თქმით, ის ტელეკომპანიის გაყიდვას ამ ეტაპზე არ გეგმავს. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი: „სანამ მიშას საშიშროება იქნება, მე ტელეკომპანიას ვერავის მივყიდი“.

XS
SM
MD
LG