Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პირადი ელფოსტით სარგებლობდა გუბერნატორად მუშაობის დროს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პირადი ელფოსტით სარგებლობდა სამსახურებრივი მიმოწერისთვისაც, ინდიანის შტატის გუბერნატორობის დროს. ამის შესახებ გაზეთმა „ინდიანაპოლის სტარმა“ გაავრცელა ცნობა, რომელიც შემდეგ ოფიციალურად დაადასტურა პენსის ადმინისტრაციამ. გამოცემის ინფორმაციით, გასული წლის ივნისში დაუდგენელმა ჰაკერებმა გატეხეს მაიკ პენსის ელფოსტა. გაზეთის ინფორმაციით, ამის შედეგად გაირკვა, რომ პოლიტიკოსი პირად ელფოსტას იყენებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველადაც. ინდიანის შტატის კანონები არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს პირადი ელფოსტით სარგებლობას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პენსი, ისევე როგორც ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აკრიტიკებდა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს სამსახურებრივი მიმოწერისათვის პირადი ელფოსტის გამოყენების გამო.

XS
SM
MD
LG