Accessibility links

უზბეკეთში ძალაში დატოვეს ვერდიქტი უფლებადამცველის პატიმრობის კიდევ ხუთი წლით გაგრძელების შესახებ


უზბეკეთში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება უფლებადამცველი აქტივისტის, აგზამ ფარმანოვის პატიმრობის კიდევ ხუთი წლით გაგრძელების შესახებ. მას 2006 წელს გამოძალვის ბრალდებით მიუსაჯეს პატიმრობა, რომელიც უფლებადამცველებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნიათ. ფარმანოვის ადვოკატმა აბდურაჰმან ტაშანოვმა 2 მარტს უთხრა ჩვენს რადიოს, რომ უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი, რომლითაც მას მიმართეს ფარმონოვის პატიმრობის ხუთი წლით გაგრძელებაზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 39 წლის ფარმონოვს 2006 წელს 9,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ხელმძღვანელობდა უზბეკეთში ადამიანის უფლებათა საზოგადოების ერთ-ერთ განყოფილებას და მის დაკავებას მხარდამჭერები მიიჩნევენ ანგარიშსწორებად სამოქალაქო აქტიურობის გამო.

XS
SM
MD
LG