Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა "რუსთავი2-ის" საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის მფლობელების თხოვნა შუალედური ღონისძიების ამოქმედების შესახებ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ტელეკომპანიამ 3 მარტს მიმართა და კანონით გათვალისწინებული 24 საათის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა. სტრასბურგში მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება, რომელიც კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას გამოიწვევდა. "საქართველო მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.

XS
SM
MD
LG