Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგერინიმ კოსოვოს მოუწოდა, რომ რატიფიკაცია გაუკეთოს ჩერნოგორიასთან შეთანხმებას


ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ კოსოვოს პოლიტიკურ ოპოზიციას მოუწოდა, რომ რატიფიკაცია გაუკეთოს ჩერნოგორიასთან სასაზღვრო დემარკაციის თაობაზე შეთანხმებას. ეს უკანასკნელი წინაღობაა, სანამ კოსოვო უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ევროკავშირის შენგენის ზონაში. 4 მარტს მოგერინი კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში შეხვდა კოსოვოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს მისი უკანასკნელი ვიზიტი იყო ბალკანეთის ტურის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG