Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია იუწყება მოსულში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ


საერთაშორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია იტყობინება ერაყის ქალაქ მოსულში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ორგანიზაციის თანახმად, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ მყოფ დასავლეთ რაიონებში შვიდმა პირმა მიმართა ექიმებს ქიმიური იარაღის ზემოქმედების სიმპტომებით. ეს მოსულში საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების პირველი ცნობილი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დაიწყო ქალაქზე სამთავრობო კონტროლის აღდგენის სამხედრო ოპერაცია.

XS
SM
MD
LG