Accessibility links

ბორის ჯონსონი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვში შეხვდება სერგეი ლავროვს


დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ამის თაობაზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. ეს რუსეთში ბორის ჯონსონის პირველი ვიზიტი იქნება. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის შეთანხმებული. მოლაპარაკებები შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, სირიის ომსა და ვითარებას უკრაინაში. ამ საკითხებში მოსკოვსა და ლონდონს შორის კვლავაც არსებობს მნიშვნელოვანი უთანხმოება, იუწყება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებსაიტზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG