Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთმა 2016 წელს ადამიანის უფლებების სფეროში მთელ რიგ დარღვევებს შეუწყო ხელი


აშშ-ის თანახმად, რუსეთის სახელმწიფომ 2016 წელს ადამიანის უფლებების სფეროში მთელ რიგ დარღვევებს შეუწყო ხელი - როგორც რუსეთში, ისე უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ეხება გასულ წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვას. ეს ამ სახის პირველი დოკუმენტია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ყირიმის ანექსია, რომელიც დღემდე გრძელდება, და რუსეთის ჩარევა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, სხვათა შორის, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას თავად რუსეთში.

XS
SM
MD
LG