Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა სირიის კონფლიქტის მოგვარებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი


ჟენევაში დასრულდა სირიის კონფლიქტის მოგვარებისადმი მიძღვნილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. „ერთადერთი“, რის მიღწევას მოხერხდა ათდღიანი კონსულტაციების განმავლობაში, ესაა შემდეგი რაუნდის პროგრამაზე შეთანხმება. ამის შესახებ შაბათს განაცხადა სირიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, გაეროში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა ბაშარ ალ-ჯაფარიმ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართება.

XS
SM
MD
LG