Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა შესაძლოა დროებით გადადოს „ისლამური სახელმწიფოს“ თაობაზე რუსეთთან შეთანხმებისთვის მზადება


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დროებით გადადოს დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე რუსეთთან შეთანხმებისთვის მზადება. ამის შესახებ ასოშიეიტედ პრესი იტყობინება. სააგენტოს წყაროების თანახმად, ასეთი გადაწყვეტილების მიზელია რუსეთთან ტრამპის ადმინისტრაციის წევრების კონტაქტების მიმართ მზარდი ყურადღება. უკანასკნელი პერიოდის სკანდალების ფონზე, რომელთა ყურადღების ცენტრში იყო რუსეთის დიპლომატებთან კავშირები, გაიზარდა ტრამპის იმ მრჩეველთა გავლენა, რომლებიც მოსკოვთან დაახლოების მიმართ დადებითად არ არიან განწყობილი.

XS
SM
MD
LG