Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას წარმომაგდენლის თქმით, დონალდ ტრამპის მიერ ობამას მიმართ გამოთქმული ბრალდებები „სიყალბეა“


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიმართ გამოთქმული ბრალდებები „სიყალბეა“ - განაცხადა ობამას წარმომადგენელმა კევინ ლიუისმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ობამას და არც ვინმე სხვა ოფიციალურ პირს თეთრ სახლში აშშ-ის არცერთი მოქალაქის წინააღმდეგ არასოდეს არ გაუცია თვალთვალის განკარგულება. 4 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას ბრალი დასდო მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. უკანასკნელ დღეებში მსოფლიო პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახშირებული ცნობები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტრამპის გუნდის წევრების კონტაქტების შესახებ წინასწარ იყო მომზადებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც ისინი შემდეგ პრესას გადასცა.

XS
SM
MD
LG