Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ხელი მოაწეროს განახლებულ ბრძანებულებას აშშ-ში მოგზაურობის შეზღუდვის თაობაზე


აშშ-ის მედიის ცნობით, პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს 6 მარტს ხელი მოაწეროს განახლებულ ბრძანებულებას რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობის ასაკრძალავად. მათ მოჰყავთ ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომლის თანახმად, განკარგულების ხელმოწერის თარიღი შეიძლება შეიცვალოს. თავდაპირველი განკარგულება 27 იანვარს იქნა ხელმოწერილი და ის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავდა შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქვეყნის მოქალაქეებს 90 დღის პერიოდში. ასევე განკარგულება განუსაზღვრელი ვადით ზღუდავდა სირიიდან ლტოლვილების მიღებას. მას შემდეგ, რაც მოგვიანებით განკარგულება დაბლოკა აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი განახლებულ განკარგულებას გამოსცემდა.

XS
SM
MD
LG