Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის მომხრეებმა აშშ-ის 28 შტატში გამართეს მსვლელობები მის მხარდასაჭერად


დონალდ ტრამპის მომხრეებმა აშშ-ის 28 შტატში გამართეს მსვლელობები მის მხარდასაჭერად. აქციები სახელწოდებით „მარში ტრამპისთვის“ პასუხია პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლებზე, რომლებიც მისი ინაუგურაციის შემდეგ რეგულარულად იმართება აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში. ვაშინგტონში 150 ადამიანმა გაიარა მარშით თეთრ სახლამდე. ნიუ-იორკში 200-მდე აქტივისტი შეიკრიბა „ტრამპ ტაუერის“ შენობასთან. ანალოგიური დემონსტრაციები გაიმართა კოლორადოს, მიჩიგანის, მინესოტისა და ოჰაიოს შტატებში. კალიფორნიაში რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტრამპის მოწინააღმდეგეებთან შეტაკებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG