Accessibility links

ტრამპმა კონგრესს სთხოვა, გამოიძიოს, გადააჭარბა თუ არა ობამას ადმინისტრაციამ „გამოძიებით უფლებამოსილებებს“


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს სთხოვა, გამოიძიოს, გადააჭარბა თუ არა ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ „გამოძიებით უფლებამოსილებებს“ 2016 წელს. 5 მარტის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ტრამპის მიერ ერთი დღით ადრე გაკეთებული განცხადება. მან 4 მარტს ბარაკ ობამას ბრალი დასდო მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. უკანასკნელ დღეებში მსოფლიო პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ გახშირებული ცნობები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ტრამპის გუნდის წევრების კონტაქტების შესახებ წინასწარ იყო მომზადებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც ისინი შემდეგ პრესას გადასცა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG