Accessibility links

ბელორუსიის ქალაქ ბრესტში გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ


ბელორუსიის ქალაქ ბრესტში გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განკარგულების წინააღმდეგ, ე.წ. „მუქთახორობის გადასახადის“ შემოღების თაობაზე. აქციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. იგი შეუთანხმებიათ ხელისუფლებასთან, მაგრამ დაკავებების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. ეს გადასახადი ლუკაშენკომ 2015 წლის აპრილში შემოიღო. იგი ბელორუსიის ყოველ უმუშევარ მოქალაქეს ავალდებულებს, წლიურად 200 ევრო გადაუხადოს სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG