Accessibility links

პარიზში დემონსტრაცია გამართა ფრანსუა ფიიონის ათიათასობით მომხრემ


საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „რესპუბლიკელების“ წევრმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა კვირას პარიზში, ტროკადეროს მოედანზე, ათიათასობით მომხრე შეკრიბა. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ პარტიის ლიდერებმა, ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალენ ჟუპემ სასწრაფო კონსულტაციები გამართეს შიდაპარტიული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად. საქმე ეხება ფიიონის მეუღლეს, პენელოპას, რომლის სახელზეც, როგორც იტყობინებიან, უკანონოდ ჩაირიცხა საბიუჯეტო სახსრები, როცა ის დეპუტატ ფრანსუა ფიიონის „თანაშემწედ“ მუშაობდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG