Accessibility links

რუსეთის სასამართლომ ბრალდებული მასწავლებლის გათავისუფლების ბრძანება გამოსცა


რუსეთის სასამართლო გამოსცა ბრძანება, რომელიც საბავშვო ბაღის მასწავლებლის, ევგენია ჩუდნოვეცის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. განსასჯელს ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისათვის. გათავისუფლების განაჩენი კურგანის ოლქის მაღალი ინსტანციის სასამართლომ მას შემდეგ გამოიტანა, რაც რუსეთის უზენაეს სასამართლოსგან 28 თებერვალს მიიღო დავალება, გადაესინჯა ჩუდნოვეცის საქმე. გასული წლის აგვისტოში, საბავშვო ბაღის 33 წლის მასწავლებელმა რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ (VKontakte) განათავსა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენები იყო, თუ როგორ სასტიკად ეპყრობა საზაფხულო ბანაკის პერსონალი შიშველ ბავშვს. ვიდეოს გამოქვეყნება დაეხმარა პოლიციას, დაეპატიმრებინათ მამაკაცი და ქალი, რომლებსაც შემდგომში 3 და 6 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

XS
SM
MD
LG