Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი არ ადასტურებს ცნობას ევროკავშირიდან მიგრანტების საქართველოში შესაძლო განთავსების თაობაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირში მყოფი ლტოლვილების მიღების ცენტრი შეიძლება საქართველოშიც გაიხსნა. „ ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სებასტიან კურცი საქართველოში 3 თებერვალს იმყოფებოდა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით და საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. 5 მარტს გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ევროკავშირის ლტოლვილთა მიღების ცენტრები ევროკავშირის ფარგლებს მიღმა უნდა გაიხსნას და ეს ქვეყნები შეიძლება იყოს საქართველო, ეგვიპტე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მისივე განმარტებით, ის პირები, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ, ამ ცენტრებში იქნებიან მოთავსებული.

XS
SM
MD
LG