Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის სამი რაკეტა იაპონიის კონტროლირებად წყლებში ჩავარდა


ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული სავარაუდოდ ოთხი ბალისტიკური რაკეტიდან სამი იაპონიის მიერ კონტროლირებად წყლებში ჩავარდა. ამის თაობაზე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ 6 მარტს პარლამენტში გამოსვლით დროს განაცხადა და დასძინა, რომ რაკეტების ჩავარდნის ადგილი იყო საზღვაო არეალი იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა ჩავარდა იაპონიის ზღვაში. სამხრეთ კორეა და აშშ-ი ერთობლივად სწავლობენ და აანალიზებენ რაკეტების ფრენის ინფორმაციას და სხვა დეტალებს, რადგან ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის რაკეტები გამოიყენა ჩრდილოეთ კორეამ, რომელმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ბალისტიკური რაკეტის საცადელი გაშვება განახორციელა.

XS
SM
MD
LG