Accessibility links

ტრამპმა ხელი მოაწერა უცხოელთა შესახებ განახლებულ ბრძანებულებას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განახლებულ ბრძანებულებას რიგი მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მოგზაურობის ასაკრძალავად. განკარგულება განახლდა მას მერე, რაც მისი მოქმედება შეაჩერეს ფედერალურმა სასამართლოებმა. თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ტრამპმა ბრძანებულებას ხელი მოაწერა 6 მარტს და ამით შეჩერდა იემენის, ირანის, ლიბიის, სირიის და სომალის და სუდანის მოქალაქეთათვის 90 დღის განმავლობაში ახალი ვიზების გაცემა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე აქვთ ვიზები, შეუძლიათ აშშ-ში მოგზაურობა. განახლებული კანონი ძალაში შედის 16 მარტს და ის შეაჩერებს ლტოლვილთა 120 დღიან პროგრამას. განკარგულების თავდაპირველი ვერსიით, რომელიც 27 იანვარს გამოიცა, აშშ-ში შესვლა აეკრძალათ ამ ექვსი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ერაყელებს. განახლებული დოკუმენტი ერაყელებს არ ეხება და ასევე არ უკრძალავს მოგზაურობას ექვსი მუსლიმური ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ. ტრამპი თვლის, რომ მოგზაურობის აკრძალვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი. ბრძანებულების მიმართ გაისმა კრიტიკა, რომ ის რელიგიური გაგებით დისკრიმინაციულია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG