Accessibility links

ერაყის სპეცრაზმებმა მოსულში ცენტრალური ბანკის და სასამართლოს შენობები დაიკავეს


ერაყის უშიშროების ძალებმა ქალაქ მოსულში დაიკავეს ცენტრალური ბანკის მთავარი ფილიალი და შენობა, რომელშიც ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ სასამართლო იყო განთავსებული. ამის თაობაზე ერაყის არმიის წარმომადგენელი, ვიცეპოლკოვნიკი, აბდელ ამირ ალ-მოჰამადაუი იტყობინება. სასამართლოს გამოჰქონდა უკიდურესად მკაცრი განაჩენები, როგორიცაა ქვებით ჩაქოლვა, ადამიანების სახურავებიდან გადმოგდება და ხელების მოკვეთა. ბანკი გაიძარცვა, როცა "ისლმაურმა სახელმწიფომ" მოსული აიღო 2014 წელს. ცენტრალური ბანკის ფილიალი და სასამართლოს შენობა განთავსებულია იმავე რაიონში, სადაც სამთვარობო კომპლექსია, და რომელსაც გუშინ შეუტიეს ერაყის არმიის სპეცნაწილებმა. ახლა ერყის არმიას საშუალება აქვს ძველ ქალაქზე მიიტანოს იერიში, რომელიც განთავსებულია მდინარე ტიგროსის დასავლეთ ნაპირზე.

XS
SM
MD
LG